შემაჯამებელი წერები

მე-11 კლასი

გაკვეთილის გეგმა


საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი:  ნინო ხარატიშვილი
კლასი ............................................................
თარიღი.........................................................



      თემა
ალექსანდრე ყაზბეგი „ხევისბერი გოჩა“

მოსწავლეები იმსჯელებენ ნაწარმოების თემისა და იდეის შესახებ, გაიხსენებენ მსგავსი თემატიკის ნაწარმოებებს, გაავლებენ პარალელებს, იმსჯელებენ მსგავსება-განსხვავებაზე.


ძირითადი კითხვები
1)      რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?
2)      რა ფაქტორებმა განაპირობეს ხევისბერის გადაწყვეტილება?
3)      რატომ არ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა გუგუას?
4)      რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ გოჩას გადაწყვეტილება?
5)      რატომ მოკლა მატეომ ფორტუნატო?
6)      რა მსგავსება-განსხვავებაა მატეოსა და გოჩას შორის?

შეფასება
განმსაზღვრელ–განმავითარებელი. ფასდება:გაკვეთილზე აქტიურობა, მსჯელობა

შედეგი
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
·         გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;






დროის განაწილება
აქტ 1. პროვოცირება. ინტერესის გამოწვევის მიზნით მოსწავლეები პასუხობენ რამდენიმე შეკითხვას, რითაც ვააქტიურებთ მათ წინარე ცოდნას. (მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა)     10 წთ
აქტ2 . კითხვა–პასუხის რეჟიმში მოსწავლეები პასუხობენ ფაქტობრივ ცოდნაზე გათვლილ შეკითხვებს. 5 წთ
აქტ 3. მთავარი პერსონაჟის დახასიათება.  5 წთ
აქტ.4მსჯელობა გოჩას ქცევის მოტივებზე. 13 წთ
აქტ.5 ლიტერატურული პარალელის გავლება. ვენის დიაგრამა 5 წთ
აქტ 5. საშინაო დავალება: ესე: რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?
აქტ 6. შეფასება. 3 წთ

რესურსები
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, დაფა, ცარცი


No comments:

Post a Comment