შემაჯამებელი წერები

ზოგადი შეფასების რუბრიკები

ქართული ენა და ლიტერატურა
საშინაო დავალება
საკლასო დავალება
შემაჯამებელი
თხრობა
თხრობა
ტესტი
ტექსტზე მუშაობა
ტექსტზე მუშაობა
ესე
თხზულება
პრეზენტაცია
ზეპირი მოხსენება
ესე
დისკუსია
თხზულება


მხატვრული ტექსტის გაგება- გააზრება


ტექსტის/ეპიზოდის შინაარსი


ტექსტის რედაქტირება

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკების კრიტერიუმები
თხრობა    
·        საუბრობს ტექსტში გამოთქმული მთავარი აზრის შესახებ, გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ამყარებს არგუმენტებით (2 ქულა)
·        საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით და იყენებს შესაბამის ლექსიკას (2 ქულა)
·        ადგენს და იყენებს მოკლე ჩანაწერს (გეგმა) (2 ქულა)
·        საუბრობს თანმიმდევრულად და მხოლოდ კონკრეტულ თემაზე (2 ქულა)
·        იცავს დროის ლიმიტს (2 ქულა)
  ტექსტზე  მუშაობა       
·        აყალიბებს ძირითად პრობლემას (2 ქულა)
·        საუბრობს ტექსტში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ (2 ქულა)
·        გამოხატავს საკუთარ აზრს. გამოთქვამს ვარაუდებს და ასაბუთებს საკუთარი არგუმენტებით (2 ქულა)
·        აკეთებს ჩანაწერებს (1 ქულა)
·        ამოიწერს უცხო სიტყვებს შემდეგი განმარტებებისა და დამუშავებისთვის (1 ქულა)
·        აკეთებს დასკვნას (2 ქულა)
თხზულება
·   წარმოადგენს პრობლემას (თემის მთავარ აზრს)(1 ქულა)
·   აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს (1 ქულა)
·   გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას (1 ქულა)
·   მოყავს არგუმენტები (ციტატები) საკუთარი თვალსაზრისის დასამტკიცებლად (1 ქულა)
·   აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მკაფიოდაა გადმოცემულიშერჩეულია შესაფერისი სტილი, სტილისტურად გამართულია (2 ქულა)
·   არ არის სინტაქსური შეცდომები (2 ქულა)
·   არ არის მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომები (2 ქულა)
ესე
·         დავალების პირობა სწორად არის გაგებული (1 ქულა)
·         ნაშრომის აგება ( 1 ქულა)
·         საკუთარი შეხედულებები გამყარებულია არგუმენტებით (3 ქულა)
·         ვლინდება დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა (1 ქულა)
·         აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მკაფიოდაა გადმოცემული, შერჩეულია შეფასების სტილი, სტილისტურად გამართულია (2 ქულა)
·         ტექსტი გრამატიკულად გამართულია (2 ქულა)

პრეზენტაცია
·         თემა პასუხობს სათაურს (1 ქულა)
·         საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით და მკაფიოდ აყალიბებს აზრს. იყენებს მიმიკას, ინტონაციას ფლობს აუდიტორიას (3 ქულა)
·         მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები (2 ქულა)
·         იცავს დროის ლიმიტს (2 ქულა)
·         გამოაქვს ადეკვატური დასკვნა (2 ქულა)
დისკუსია
·         მოსმენ (1ქულა)
·         საუბარი (2ქულა)
·         არავერბალური კომუნიკაცია (1ქულა)
·         მონაწილეობა  (1ქულა)
·         კოოპერაცია  (2ქულა)
·         მოსაზრების არგუმენტირება (3ქულა)


მხატვრული ტექსტის გაგება/გააზრება
·         დავალების პირობა სწორად არის გაგებული ( ქულა)
·         ნაშრომი კარგად არის აგებული (1 ქულა)
·         მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული (3 ქულა)
·         ვლინდება დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა (1 ქულა)
·         აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მკაფიოდაა გადმოცემული, შერჩეულია შეფასების სტილი, სტილისტურად გამართულია (2 ქულა)
·         ტექსტი გრამატიკულად გამართულია (2 ქულა)















No comments:

Post a Comment