შემაჯამებელი წერები

მე-7 კლასი

                                         გაკვეთილის გეგმა


საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი:  ნინო ხარატიშვილი
კლასი ............................................................
თარიღი.........................................................



      თემა
 აკაკი წერეთლი    „თორნიკე ერისთავი“

სასწავლო
მიზანი
განმარტავენ პოემის არსს, იმსჯელებენ პერსონაჟებზე, მათი ქცევის მოტივზე, გამიჯნავენ ერთმანეთისაგან ისტორიულ სინამდვილესა და მხატვრულ გამონაგონს, დაახასიათებენ ცენტრალურ პერსონაჟს, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას.


ძირითადი კითხვები
1 რა არის პოემის მთავარი მახასიათებელი? რით განსხვავდება ის ლექსისგან? მოთხრობისგან?
2 საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდი იქცა მწერლის შთაგონების წყაროდ და რატომ?
3 ვინ არის ამ დროს საქართველოს მეფე?
4 რატომ იყენებს მწერალი მხატვრულ გამონაგონს?
5 რატომ ტოვებს თორნიკე ქვეყნის მხედარმთავრობას?
6 როგორ ქართველებს გვიხატავს აკაკი?
7 რა აკლდა აკაკის დროინდელ ქართველებს?


შეფასება
განმსაზღვრელ–განმავითარებელი. ფასდება:გაკვეთილზე აქტიურობა, სქემაზე მუშაობა.

შედეგი
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
  • შეუძლია განმარტოს პოემის არსი.
·         ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
·         ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
  • ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),
·         გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·         მოსწავლეს განუვითარდება მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და თვითშეფასების უნარები.


დროის განაწილება
აქტ 1. პროვოცირება. ინტერესის გამოწვევის მიზნით მოსწავლეები პასუხობენ რამდენიმე შეკითხვას, რითაც ვააქტიურებთ მათ წინარე ცოდნას. (მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა)     7 წთ
აქტ2 . კითხვა–პასუხის რეჟიმში მოსწავლეები პასუხობენ ფაქტობრივ ცოდნაზე გათვლილ შეკითხვებს. 5 წთ
აქტ 3. სქემა. ფორმატის ქაღალდზე დატანილია ეპიზოდები ტექსტიდან, მოსწავლეები ამოიცნობენ, რომელია ისტორიული და რომელი მწერლის ფანტაზიით შექმნილი, შეეცდებიან ეპიზოდების გადმოცემას საკუთარი სიტყვებით. 10 წთ
აქტ 3. მთავარი პერსონაჟის დახასიათება.  5 წთ
აქტ 4. ახალი მასალის ახსნა კომენტირებული კითხვით. მოსწავლეეები კითხულობენ ტექსტს, ჩერდებიან საკვანზო ადგილბზე და პასუხობენ კითხვებს წაკითხულის ირგვლივ.13 წთ
აქტ 5. საშინაო დავალება: ტექსტი თხრობით, მოიძიონ ინფორმაცია საბერძნეთში მდებარე ათონის მთაზე. 2 წთ
აქტ 6. შეფასება.  3 წთ


რესურსები
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, დაფა, ცარცი


No comments:

Post a Comment